რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას განიხილავს
რუსეთის მთავრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ნორმატიული აქტების ფედერალურ პორტალზე იძებნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბრძანებულებით, საქართველო შეიტანა იმ ქვეყნების განახლებულ სიაში, რომელიც დიპლომატიური და საკონსულო მისიების მხარდასაჭერად დღგ-ის დაბეგვრის 0%-იან განაკვეთს აწესებს.
ირკვევა, რომ აღნიშნული ბრძანებულება განხილვის რეჟიმშია და ის 18 ოქტომბერს უნდა დამტკიცდეს.