აღარ დაბრუნდება დრო, როცა მჩაგვრელი მასხარა მართავდა ქვეყანას - ღარიბაშვილი სააკაშვილზე
საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მესამე პრეზიდენტს "მასხარას" და "მჩაგვრელს" უწოდებს.
აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას სააკაშვილის სახით"- განაცხადა ღარიბაშვილმა ქედის მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის, წარდგენის ღონისძიებაზე.
ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ტერორი და განუკითხაობა იყო გამეფებული:
რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ, ყოველთვის, ყოველდღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით. ამ ადამიანებს კიდევ რომ უჩნდებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული და კრიმინალი და შემდეგ უკვირთ, როდესაც ჩვენ მათ ამ დანაშაულს ვახსენებთ“- თქვა მთავრობის მეთაურმა.
ღარიბაშვილი სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ დაემუქრა:
თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.