ეჭვიც კი არ არსებობს, რომ ვინმემ იფიქროს კალაძის ,,ოცნებიდან" დისტანცირებაზე - მიხეილ სარჯველაძე

18.08.21 15:19
ეჭვიც კი არ არსებობს, რომ ვინმემ იფიქროს კალაძის ,,ოცნებიდან" დისტანცირებაზე - მიხეილ სარჯველაძე

,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი კომენტარს აკეთებს თანაგუნდელის საარჩევნო სლოგანზე: ,,კალაძის გუნდი საკრებულოში". მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ კალაძე პარტიის დატოვებასა და დამოუკიდებელ თამაშს აპირებს.

როდესაც მუნიციპალურ მმართველობაზეა საუბარი და არსებობს თბილისის მერი და  მისი გუნდი, რომელიც მუშაობს და მმართველობას ახორციელებს, ამ დროს  ეჭვის ნიადაგიც არ არსებობს საიმისოდ, რომ ვინმემ იფიქროს კალაძის ,,ქართული ოცნებიდან" დისტანცირებაზე, ამას საფუძველი არ აქვს.  არსებობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება და ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია. არავითარი წარწერა ბანერებზე არ შეილება გაიგოთ ისე, თითქოს კალაძე გუნდიდან დისტანცირებას ცდილობდეს. ნუ ეძებთ გაურკვეველ მოვლენებს იქ, სადაც რეალურად არ არსებობს - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

არსებობს ვერსია, რომ სლოგანით ,,კალაძის გუნდი საკრებულოში", თბილისის  მერობის კანდიდატი ცდილობს, ადგილობრივ არჩევნებზე სასურველი შედეგი მხოლოდ პირადი რეიტინგით დადოს. მიზეზი სავარაუდოდ ის კლების ტენდენციაა, რომელიც მმართველ პარტიაზე ციფრებში სხვადასხვა მონაცემებით და კვლევებში აისახება.