შეკერილი საქმე N2 ? - ვინ არის აკაკი ბართაია, რომელსაც გახარიას გუნდის მტკიცებით იარაღი ჩაუდეს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათი პარტიის წევრებზე ნადირობა დაიწყო.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერები ირწმუნებიან, რომ პოლიციამ მათ თანაგუნდელს, ირაკლი ბართაიას, იარაღი ჩაუდო.
ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, ბართაიას დაჭერამდე აფრთხილებდნენ, რომ თუ პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტდა, დააკავებდნენ.
გაფრთხილებიდან მალევე, 16 აგვისტოს, ირაკლი ბართაია პოლიციამ მცხეთაში აიყვანა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი დღეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ციხეში გაუშვა.
აკაკა ბერთაია 2004 წელსაც დააკავეს, წინა ხელისუფლება მოკლული ბუტა რობაქიძის მეგობარს მაშინაც საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავებოდა. კორტების სპეცოპერაციის დროს ბართაია რობაქიძესთან ერთად იყო.
ახალი ხელისუფლების პირობებში, საქმის ხელახალი გამოძიების შედეგად, კი დადგინდა, რომ საქმე შეკერილი იყო და ახალგაზრდას ხელყუმბარა ჩაუდეს.