იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი - გახარიას გუნდი

18.08.21 14:49
იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი - გახარიას გუნდი

გახარიას გუნდი პოლიციას მათი პარტიის მხარდამჭერისთვის იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. პარტია ,,საქართველოს" წევრის, ანა ბუჩუკურის, ინფორმაციით,  აკაკი ბართაია პოლიციამ დააკავა. 

პოლიციამ ბართაია 16 აგვისტოს, იმ დროს აიყვანა, როდესაც პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი, პარტიული საქმიანობისთვის მცხეთაში გადაადგილდებოდა.

გიორგი გახარიას თანაპარტიელები ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მათ მხარდამჭერს არ ჰქონია.

ბუჩუკურის თქმით, ბართაიას დაკავებამდე შეუთვალეს, რომ  აქტიური პოლიტიკური საქმიანობას ჩამოშორებოდა.

მმართველმა პარტიამ დაიწყო დაჭერების სამარცხვინო და უღირსი მეთოდის - ჩადების გამოყენებით. დღისით-მზისით იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში , -  განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურმა ბართაიას დაკავების დეტალებზეც ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ დაკავებულს ძალის გამოყენებით აუღეს დნმ-ის ნიმუში, რაც სავარაუდოდ დატანილი იქნება იარაღზეც.

მისივე თქმით, ინციდენტის დროს ბართაიამ დაზიანება მიიღო.

ბართაია მცხწეთაში გააჩერა პოლიციამ და გადაიყვანა ავტომობილიდან. მისი მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკამდე ის ჩასვეს ე.წ. ტაქსიში, რეალურად პოლიციის შენიღბულ მანქანაში, სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს. პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი. ამ საფუძვლით მოხდა მისი დაკავება და შემდგომში ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი ბიოლოგიური მასალის, კერძოდ ნერწყვის აღება, რა დროსაც აკაკიმ მიიღო დაზიანება", - ამბობს ბუჩუკური.

მსგავსი სიახლეები