10 დღე დარჩა, რომ "ქართული ოცნების" 12-წლიანი ტყუილების კასკადი დავამთავროთ - ხაზარაძე

16.10.24 21:14
10 დღე დარჩა, რომ "ქართული ოცნების" 12-წლიანი ტყუილების კასკადი დავამთავროთ - ხაზარაძე

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები სტუდენტებს ხვდებიან - კოალიციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს "ილიას გზას" და იმ კონკრეტულ გეგმებს აცნობენ, თუ როგორ აპირებენ 26 ოქტომბრის შემდეგ არსებული რეალობის შეცვლას.

როგორც მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ზუსტად 10 დღე დარჩა იქამდე, სანამ "ქართული ოცნების" "12-წლიანი ტყუილების კასკადი და ცრუ დაპირებები" დამთავრდება. 

10 დღე დარჩა, რომ "ქართული ოცნების" 12-წლიანი ტყუილების კასკადი დავამთავროთ ამ ქვეყანაში. 10 დღე დარჩა, რომ ჩვენ, ყველამ დავიწყოთ ახალი ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ამ პროცესში თითოეულ თქვენგანს გაკისრიათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს მომავალ საქართველოში. ჩემი სურვილია, რომ კარგად დავფიქრდეთ და სრული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დავამთავროთ ტყუილი, ის დაპირებები, რომლებიც არასდროს არ სრულდებოდა ბოლო 12 წლის განმავლობაში", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.