ჰკითხონ გახარიას, ასეთი პოლიცია შექმნა, რომ ჩაედო იარაღი? - "ოცნებაში" ექსპრემიერის გუნდის ბრალდებებს პასუხობენ

20.08.21 14:36
ჰკითხონ გახარიას, ასეთი პოლიცია შექმნა, რომ ჩაედო იარაღი? - "ოცნებაში" ექსპრემიერის გუნდის ბრალდებებს პასუხობენ

"გახარიას ჰკითხეთ, ახასიათებს მასაც პიროვნულად იარაღის ჩადება?"- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ყოფილი პრემიერის გუნდის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც მათ თანაგუნდელს ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. 

დეპუტატმა ჟურნნალისტებს მიმართა, რომ გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და მას უნდა ჰკითხონ, შექმნა თუ არა "ასეთი პოლიცია"? 

ის იყო ჩვენი შს მინისტრი და შემდგომ პრემიერმინისტრი. რამდენად ახასიათებს მასაც პიროვნულად იარაღის ჩადება, ეს მას უნდა ვკითხოთ. ჰკითხონ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერს, ასეთი პოლიცია შექმნა მან, რომ წავიდოდა იმაზე რომ ჩაედო იარაღი? თუ გახარია იტყვის, კი, მე შევქმენი ისეთი პოლიცია, რომელსაც შეეძლო, რომ იარაღი ჩაედო, ამის შემდეგ გარკვეულ კომენტარს გავაკეთებთ", - ამბობს მაჭარაშვილი.

პარტია ,,საქართველოსთვის" მხარდამჭერი, ირაკლი ბართაია, 16 აგვისტოს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პარტიაში ამბობენ, რომ მათ თანაგუნდელს საქმე შეუკერეს.