ექსკლუზივი: ტვ პირველი ასაჯაროებს პროვოკატორების ვინაობას, რომლებიც აქციის დროს პრეზიდენტს ლაზერს ანათებდნენ
TV პირველმა პლედებში ჩამალული "ქართული ოცნების" პარტაქტივის იდენტიფიცირება შეძლო - საუბარია, ე.წ. ტიტუშკებზე, რომლებიც გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისთვის ხელის შეშლას შეეცადა.
პროვოკატორები დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის სასტუმროს, "მონოგრაფის" აივანზე იყვნენ მობილიზებული და მიტინგზე გამომსვლელებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს სახეში ლაზერს ანათებდნენ.
დადგენილია, რომ ერთ-ერთი, ვინც მილიონერი დეპუტატის სასტუმროს აივანზე იყო გამაგრებული, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დათუნა არჩვაძეა.
მის გვერდით ზის, ასევა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, საბა გორგაძე. ეს უკანასკნელი, შპს ფაირიქსის მფლობელია, რომელიც სახალმწიფო ბიუჯეტიდან დიდ ფულს იღებს.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები დღეს "ტვ პირველს" ემალებიან. დათუნა არჩვაძემ სოციალურ ქსელში მისი ანგარიშიც კი გააუქმა, თუმცა "პირველების" ხელშია, ე.წ. სქრინი, სადაც ჩანს, რომ ის ღიად უჭერდა მხარს "ქართულ ოცნებას".

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, დათუნა არჩვაძე სასაფკლაოების გაერთიანების უფროსის მოადგილის, გელა არჩვაძის შვილია.
ლაზერის მინათების სკანდალზე მოკლე კომენტარი გააკეთა ანტონ ობოლაშვილმაც. მისი მტკიცებით, ის საარჩევნო შეხვედრებზეა და "მონოგრაფიდან" განხორციელებული პროვოკაციის ავტორების შესახებ არაფერი იცის.
დეპუტატი არ პასუხობს კითხვას, გაიყვანეს თუ არა პარტაქტივი სასტუმროს უკანა გასასვლელიდან, მას შემდეგ, რაც მათ სამოქალაქო აქტივისტები დაადგნენ.
ირკვევა ისიც, რომ თავისუფლების მოედანზე, სცენაზე გამომსვლელებს ლაზერით ანათებდნენ სასტუმრო "მონოგრაფის" მოპორდაპირე შენიბუდანაც. "ტვ პირველი" ადგილზეც იმყოფებოდა, პირები ვინც შენობაში დაგხვდა, ამბობენ, რომ დაწესებულებაში რამდენიმე ოფისია განთავსებული და იქ სპეციალური საშვის გარეშე ვერავინ მოხვდება.