საქართველოსთვის შესაძლებლობების ბოლო ფანჯარა იხურება - ხატია დეკანოიძე
საქართელოში შესაძლებლობების ბოლო ფანჯარა იხურება, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე უცხოელი დიპლომატების, იან კელის და დევიდ კრამერის ერთობლივ წერილს. ოპოზიციის წევრი, ფაქტს საგანგაშო უწოდებს.
ყველა ის მოვლენა, რომელიც განიხილება ამ სტატიაში და განსაკუთრებით ღარიბაშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის მმართველობის სტილი ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული რეჟიმი, ოლიგარქიული, ეს არის საგანგაშოზე უფრო მეტი. ამ სტატიაში კარგად ჩანს, რომ ბოლო ფანჯარა იხურება შესაძლებლობების საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს იქნება დარტყმითი სანქციები, სხვა და სხვა ადამიანებზე, ივანიშვილზე, სწორედ ამას ეძღვნება ნაწილობრივ ეს სტატიაც, - ამბობს დეკანოიძე.
"საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს. მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს," - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის ერთობლივ წერილშია საუბარი. წერილში ასევე, საუბარია 2019 წელს რუსი დეპუტატის სერგეი ლავროვის ჩამოსვლასთან დაკავშირებითაც. უცხოელი დიპლომატები პირდაპირ წერენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება, არ გააუქმებს ბალარუსის რეჟიმთან დადებულ შეთანხმებას და შევა საარჩევნო მაქინაციებში, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიმართ აშშ-მ სანქციები უნდა დააწესოს.