სასამართლომ გიორგი სიორიძის სარჩელზე წარმოება შეწყვიტა

23.10.24 13:59
სასამართლომ გიორგი სიორიძის სარჩელზე წარმოება შეწყვიტა

სასამართლომ გიორგი სიორიძის სარჩელზე წარმოება შეწყვიტა. მოსამართლე სალომე გველესიანმა მიზეზად იმ მუხლის არარელევანტობა დაასახელა, რომლითაც ცესკოს ოპოზიციონერი წევრი დავობდა. სიორიძე ცესკოს თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერი წევრი ამტკიცებდა, რომ გიორგი კალანდარიშვილი მის ინიციატივებს ბლოკავდა. 

ცესკოსთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ უკვე წინასწარ შინაარსობრივი ცენზურა დაუწესოს ისეთ საკითხებს, რომელიც მოდის ოპოზიციიდან, აწუხებს ამომრჩეველს და ამით ის არ მოერიდება საერთოდ რეგლამენტის დარღვევას და კანონდარღვევას. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ის კონტექსტი, რომ ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში და რა დგას ახლა სასწორის მეორე პინაზე, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

"სასამართლო გუშაგის" იურისტი, რომელიც პროცესს ესწრებოდა, მოსამართლის გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ იყო გამოტანილი.  

ეს არის ძალიან აშკარა, რომ განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი, ის იყო შეთანხმებული და იქ არ ჰქონდა მოსამართლის მხრიდან არანაირ ობიექტურ მსჯელობას ადგილი. მოსამართლეების მხრიდან არის დარღვეული, პირველ რიგში, მოქალაქეების უფლებები, რაც ალბათ უშედეგოდ არ ჩაივლის, - ამბობს ირმა კაკიაშვილი.

ცესკოს ოპოზიციონერი წევრი სასამართლოსგან იტხოვდა, დაედგინა, არღვევდა თუ არა გიორგი კალანდარიშვილი რეგლამენტს, როდესაც ერთ შემთხვევაში, სტრასბურგში დამატებითი საარჩევნო უბნის გახნის, ხოლო მეორე შემთხვევაში ცესკოს წევრების ხელფასების გათანარერების საკითხები კენჭისყრაზეც კი არ დააყენა.