მარკეტა გრეგოროვა თბილისშია - ევროპარლამენტარი არჩევნებს დააკვირდება

24.10.24 14:38
მარკეტა გრეგოროვა თბილისშია - ევროპარლამენტარი არჩევნებს დააკვირდება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია - ევროდეპუტატი საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დააკვირდება.

"უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი" - წერს მარკეტა გრეგოროვა პლატფორმა "X"-ზე და აღნიშნავს, რომ თბილისში გუშინ, 23 ოქტომბერს ჩამოვიდა.

ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება - და დემონსტრაცია მის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოში შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე. მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ამიტომ კვირამდე კომენტარს არ გავაკეთებ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი", - წერს ის X-ზე.