“ოცნების“ მხრიდან არალიბერალური ნაბიჯები, რისკს უქმნის არჩევნების წესიერებას - ფრანგი მინისტრი

24.10.24 16:51
“ოცნების“ მხრიდან არალიბერალური ნაბიჯები, რისკს უქმნის არჩევნების წესიერებას - ფრანგი მინისტრი

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან არალიბერალური ნაბიჯები, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და უმცირესობებზე, რისკს უქმნის არჩევნების წესიერებას. 

ამათან, ჰადადმა  განაცხადა, რომ “თუ ქვეყანას სურს იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს მოითხოვს ღირებულებების დაცვას.“

საქართველოში ამ უქმეებზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და სიფრთხილით ვუყურებთ, რაც ახლა იქ ხდება. ვნახეთ ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან არალიბერალური ნაბიჯები, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და უმცირესობებზე, რაც რისკს უქმნის არჩევნების წესიერებას. ვაკვირდებით ყურადღებით.

რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე ჩემს კოლეგებთან ერთად წერილს, რომელიც გავუგზავნეთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვუწოდეთ პატივი სცეს არჩევნების წესიერებას და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან თუ გსურს იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს მოითხოვს ღირებულებების დაცვას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპის კონტინენტზე არსებული გაყინული კონფლიქტების მწვანე ზონებს რუსეთი იყენებს, რომ აღუკვეთოს მეზობელ ქვეყნებს დემოკრატიული და პოლიტიკური მომავლის თავისუფალი არჩევანი.

ევროკავშირმა რეინვესტირება უნდა განახორციელოს ამ სამეზობლოში და მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების მოსახლეობის მისწრაფებებს, - განაცხადა ჰადადმა.