ცუცქირიძე: ""ოცნება" რისი დამლაგებელია? რამის მოგვარება რომ შეეძლოთ, ახლა იზოლაციაში არ იქნებოდნენ"
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების რესურსი არ გააჩნია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, იმ შემთხვევაში, რომ "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო, ან ადგილობრივ დონეზე საქმის მოგვარება შესძლებოდა, ახლა იზოლაციაში არ იქნებოდნენ.
რისი დამლაგებელი "ქართული ოცნებაა". რამის მოგვარება რომ შეეძლოთ მათ საერთაშორისო ან ადგილობრივ დონეზე, აქამდე ხომ გადაწყვეტილი ექნებოდათ, ხომ არ ექნებოდათ სანქციები, ხომ არ იქნებოდნენ იზოლირებულები, ხომ არ იქნებოდნენ იმ დღეში, რაშიც ახლა არიან. მათ არ შეუძლიათ არცერთი პრობლემის გადაჭრა. არც შიგნით და არც გარეთ ამ მთავრობას არაფრის მოგვარება არ შეუძლია, მათ შორის, საკუთარი თავისთვისაც", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს მოახლოებული არჩევნების დასრულებისა და უკრაინაში ომის შეწყვეტის შემდეგ დაალაგებენ.