ჩხრეკა რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში - რა მიზანი ჰქონდა დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციას

24.10.24 20:00
ჩხრეკა რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში - რა მიზანი ჰქონდა დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციას

სპეცოპერაცია რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურომ "ატლანტიკური საბჭოს" ორ ქართველ მკვლევარს ერთმანეთის პარალელურად მოუწო. ეთო ბუზიაშვილს კარი მოტყუებით გააღებინეს. ეძებდნენ კომპიუტერს, ჩანაწერებს, ტელეფონს, მეხსიერების ბარათებს.  

ეთო ბუზიაშვილი, რომლის სახლშიც ჩხრეკა დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ტარდებოდა, გუშინ ნატომ  დეზინფორმაციასთან მებრძოლ ქალების 20 ეულში შეიყვანა

ფინანსური პოლიციის გამომძიებლებმა  კომპიუტერული ტექნიკა, ლეპტოპები და მობილური ტელეფონები ამოიღეს სოფო გელავას სახიდანაც. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული  სპეცოპერაციების სერია რა თქმა უნდა კითხვებს აჩენს. სოფო გელავას უჩნდება ეჭვი, რომ ეს არის ანგარიშსწორება მისი და მისი მეუღლის პროფესიული  საქმიანობის და სამოქალაქო პოზიციის გამო.

ჩხრეკა იმ მკვლევრების სახლში ჩატარდა, ვინც რუსულ პროპაგანდას სწავლობს და რუსეთის გავლენებს იძიებს. ეთო და სოფოს მჭიდრო კავშირები აქვთ მეტასთან.  მათი საქმიანობა ყველაზე მეტად კრემლს აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ მკვლევარებს მასალები  გამოსაქვეყნებლად ღამით  ამერიკაში უკვე გადაგზავნილი აქვთ.

სპეცოპერაცია რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში - ყველა დეტალი ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში