ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნის დაგირავებაშია მხილებული - მწვავე გზავნილი შტატებიდან
საქართველოზე სასაუბრო ლექსიკონში ახალი ტერმინი გაჩნდა - "ქვეყნის დაგირავება" - ეს სიტყვები პირველად ახსენა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა და მიანიშნა, რომ არსებობს საფრთხე, საქართველო, როგორც საკუთრება საკუთარი ინტერესისთვის იყოს გამოყენებული. ჯეიკ სალივანი იმედით ამბობს, რომ ხალხი 26 ოქტომბერს ამას არ დაუშვებს. ჯო ბაიდენის მრჩეველი ადასტურებს, რომ შტატების პოზიციაში არაფერი შეცვლილა და ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ივანიშვილის პარტიის პოლიტიკის ტრაექტორიით, ვაშინგტონი მთელ იმედს ქართველ ხალხზე ამყარებს.
ამის პარალელურად, გავლენიანი გამოცემა "პოლიტიკო" ივანიშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის და მასალას სწორედ ასეთ ფოტო სურათს ურთავს. სათაური კი ასეთია: კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა. ავტორი ოლიგარქის რუსულ ინტერესებზე საუბრობს და ივანიშვილსა და პუტინს ერთ სიბრტყეში აერთიანებს. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ფული, მაგრამ საბოლოო ჯამში მის გადაწყვეტილებებზე პასუხს რიგითი ქართველები აგებენ.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში ვერაფერს წყვეტენ პრემიერები, მინისტრები, რადგან მთავარი მხოლოდ ერთი მდიდარი კაცია, რომელმაც საკუთარი ქონება 90-იანი წლებში, რუსეთში დააგროვა - ყველაფერი კი ელექტრონიკის გაყიდვითა და საკუთარი ბანკის, რუსული კრედიტის შექმნით დაიწყო. ამიტომ ახლა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს ქვეყნის ევროპული ორბიტისგან დასაშორებლად და რუსეთის დასამშვიდებლად.