ჩხრეკა საერთაშორისო კომპანიაში - Concentrix-ი პარალიზებულია

24.10.24 20:43
ჩხრეკა საერთაშორისო კომპანიაში -  Concentrix-ი პარალიზებულია

უკვე 10 საათია, საერთაშორისო კორპორაცია Concentrix-ი პარალიზებულია. ფინანსთა  სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მთელი დღეა, "ვაკე პლაზაში" განთავსებულ სამუშაო სივრცეს ჩხრეკენ. ნიდერლანდებში რეგისტრირებული  კომპანიას ავსტრალიელი, ამერიკელი  და თურქი  დირექტორები ჰყავს.  ის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს ემსახურება. 

კომპანიაში ამბობენ, რომ უცხოელი ინვესტორების მიმართ ასეთი მიდგომა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე კარგად არ აისახება. 

კომპანიაა Concentrix ქართულ  ბაზარზე 2021 წელს სახელმწიფო პროექტის, აწარმოე საქართველოს დახმარებით შემოვიდა.   ირკვევა რომ  Concentrix georgia    ტექნოლოგიების დანერგვით და გაუმჯობესებით ეხმარება  მსოფლიოში   ყველაზე წარმატებულ  ბიზნეს კომპანიებს. სწორედ ამიტომ  ჩნდება კითხვა, რა გახდა კომპანიის  პარალიზების და 10  საათიანი  ჩხრეკის მიზეზი?

ფინანსური  პოლიციის სამიზნე არა მხოლოდ  Concentrix-ის სათაო ოფისი არამედ მათი თანამშრომლების ბინებიც გახდა. სანდრო  ცხადაძესთან ჩხრეკაზე დღეს გამთენიისას შევიდნენ, წაიღეს გაფუჭებული კომპიუტერებიც. ცხადაძე ამ კომპანიის ერთ ერთი ოპერატორი იყო. 

ჩხრეკა საერთაშორისო კომპანიაში - ანა მდივანი დეტალებით