პრეზიდენტი ამომრჩეველს: არჩევანის არგაკეთება არის მომავალზე, შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა

24.10.24 20:14
პრეზიდენტი ამომრჩეველს: არჩევანის არგაკეთება არის მომავალზე, შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა

სახლში დარჩენა არ არის გამოსავალი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ და საერთაშორისო მედიასთან შეხვედრაზე, "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ზურაბიშვილმა ამომრჩეველს უთხრა: არჩევანის არგაკეთება არის მომავალზე, შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა:

"თუ-ზე, მე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ, დღევანდელ მოცემულობაზე, ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, არ იციან, პარტიებს შორის რომელს მისცენ ხმა, ეს მესმის. გემოვნებაც არის, შეიძლება, არცერთი პარტია არ ჩანდეს იდეალური, ის არჩევანი, რომელიც არის გასაკეთებელი, არის მომავლის არჩევანი. 

სახლში დარჩენა არ არის გამოსავალი, აუცილებელია გამოსვლა, მისვლა, ეს არის დემოკრატია, დღეს, ბევრ ქვეყანაში, არცერთი არ არის ის პარტია, რომელსაც ყველაფერში ეთანხმებიან, მაგრამ ოთხი პარტიაა პროდასავლური და ამ პარტიებიდან, ალბათ, არის რომელიმე, რომელიც ვინმეს გემოვნებასთან თანხვედრაშია.

არჩევანის არ გაკეთება არის საკუთარი და შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა." - განაცხადა ზურაბიშვილმა.