რა ვადებში დაასახელებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატს - ზურაბიშვილის პასუხი
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეხედულებები გაითვალისწინა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არჩვენების შემდეგ წარდაგენს პრემიერობის კანდიდატს - "ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით"- თქვა ზურაბიშვილმა.
ქარტია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთი გავითვალისწინოთ. მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ეს საკითხი ჯობდა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. ამაზე გვექნება საუბარი, მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით.
არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რომელ ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად უფრო ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არ არის ის რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მარტივი და მისაღებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.