მამუკა ხაზარაძის თქმით, მათი პარტნიორი მომავალ კოალიციურ მთავრობაში ქართველი ხალხი იქნება

24.10.24 22:27
მამუკა ხაზარაძის თქმით, მათი პარტნიორი მომავალ კოალიციურ მთავრობაში ქართველი ხალხი იქნება

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ მათი პარტნიორი მომავალ კოალიციურ მთავრობაში არის ქართველი ხალხი.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე პარტნიორებზე და თანამდებობებზე საუბარი ნაადრევია, რადგან მტელი კონცენტრაცია არრჩევნებზე უნდა მოხდეს.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რაიმე თანამდებობაზე საუბარი არასწორია, მთელი კონცენტრაცია მინდა არჩევნებზე გავაკეთო. ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები და მეორე დღიდან დავიწყოთ იმის ფორმირება, რაც ხალხის ინტერესში იქნება. არ შეიძლება თანამდებობებზე საუბარი, როცა მანდატი ხალხს ჯერ გადაცემული არ აქვს კონკრეტული პარტიებისთვის. როგორც კი მანდატი გვექნება, არსებობს ქარტია, პარტიები, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი, პარტიებთან სერიოზული კონსულტაციით, მიიღებს სწორედ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საუკეთესო გამოსავალი. უზრუნველყოფს ხელისუფლების სტაბილურ გადაბარებას და რეფორმების გატარებას“, - განაცხადა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“