არჩევნების მოპარვის მცდელობა - ოპოზიციამ სადამკირვებლო მისიას შეხვედრაზე მტკიცებულებები მიუტანა
"ქართული ოცნების" ლიდერების შემდეგ მთავარ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ. მათ ეუთო-ოდირთან შეხვედრა ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრაზე მივიდნენ "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობის", "გახარია საქართელოსთვის", "ცვლილებისთვის" წარმომადგენლები, რომლებმაც საერთაშორისო მისიას ყველა ის მტკიცებულება მიუტანეს, რომელიც ცხადყოფს, როგორც ცდილოს ხელისუფლება არჩევნების მოპარვას და ძალაუფლების გახანგრძლივებას.
„ოცნება“ ამტკიცებს, როგორც იცით, რომ თითქოს საარჩევნო გარემო არის მშვიდი და სამართლიანი და კონკურენტული. რეალურად, არის საპირისპირო. ჩვენ პარტია, მოგეხსენებათ, არის „ოცნების“ მთავარი სამიზნე დაწყებული ივანიშილის მუქარიდან დამთავრებული ჩვენი პარტიის წევრებზე თავდასხმებით და ბუნებრივია, ეს მტკიცებულებები მოვიტანეთ დამკვირვებლებთან და მთავარი სათხოვარი, რაც გვექნება მათთან, არის ის, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, როდესაც დასრულდება კენჭისყრა და გამოქვეყნდება უკვე საბოლოო შედეგები. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, გაბედავს თუ არა ივანიშვილი, რომ კენჭსყრის დღეს თავიდან აიცილოს ის დარღევები, რაც „ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, რაც რეგიონებში უკვე ხდება, - ამბობს გახარუას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე თქვა, რომ სადამკვირვებლო მისიასთან საუბარი წინასაარჩევნო გარემოზე და მოლოდინებზე ექნება.
50 კაციანი შემადგენლობით არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია. მე მექნება მათთან შეხვედრა. გავაცნობ იმ ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი არჩევნების წინ და მექნება საუბარი იმაზე, რა მოლოდინი გვაქვს ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ხვალ ქართველი ხალხის გამარჯვება გაფორმდეს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს ევროპული დღის წესრიგის კოალიციური მმართველობით და ჩვენ გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები დავიწყოთ ამ ქვეყანაში, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დილიდან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვედნენ. ოპოზიციის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთანაც, შეხვდებიან ცესკოს თავმჯდომარესაც, რომელიც ხვალ საპარლამენტო არცევნებს ჩაატარებს.