"ჩვენ, აუცილებლად გავაფერადებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს" - საქართველო გადამწყვეტი არჩევნების ემზადება
საქართველო გადამწყვეტი არჩევნების ემზადება - ქვეყნის ყველა მიმართულებით ავტობუსები, მიკროავტობუსები, მანქანები უკვე დაიძრნენ.
რესპუბლიკის მოედნიდან ხვალ, დილის 9 საათზე გავლენ ავტობუსები დასავლეთს აქართველოს მიმართულებით.
"ევროპაში წასვლამდე, მივდივართ სვანეთსა და დასავლეთ საქართველოს, თითქმის, ყველა მიმართულებით, როგორც ჯგუფმა "პლატფორმა 26"-მა, ისე დავაორგანიზეთ უფასო ტრანსპორტი. ხვალ, დილის 9 საათზე არის შემდეგი გასვლა - ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი. აქტივობა ისეთია, რომ თუ ვინმეს ჰყავს ცარიელი ავტობუსი ან მარშუტკა, შეგვეხმიანოს, ვიქირავებთ და გავუშვებთ ხალხს, რადგან ავტობუსები არ გვყოფნის."- ამბობს ახალგაზრდა.
"ჩვენ, აუცილებლად გავაფერადებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს" - მოქალაქეები ამბობენ, რომ ძალა ერთობაშია და სწორედ ერთიანი ძალით აჩვენებენ "ოცნების" ხელისუფლებას, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია.
ჩვენ, მთელ სამყაროს უნდა ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს "ძალა ერთობაშია", რას ნიშნავს ცვლილებები და ხმამაღლა ვიტყვი, რომ, ჩვენ, ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც დარაზმულები არიან და მიდიან, რომ საკუთარი ხმა მისცენ, ჩვენ, აუცილებლად გავაფერადებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს."