„ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას“- ბოკუჩავა

25.10.24 14:52
„ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას“- ბოკუჩავა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 30 საერთაშორისო ჟურნალისტთან ერთად ბრიფინგი გამართა. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორიც არის BBC, POLITICO;

თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, ერთიანობით ხელისუფლების შეცვლა და  კოალიციურ პარტნიორებთან ერთად კოალიციური ხელისუფლების ფორმირება მოხდება.

ძალიან მაღალია საერთაშორისო მედიის ინტერესი ხვალინდელი ისტორიული არჩევნების მიმართ, ამაზე მოწმობს მათ შორის ის ბრიფინგი, რომელიც გავმართეთ 30 საერთაშორისო ჟურნალისტთან, სადაც წარმოდგენილი იყო BBC, POLITICO და ბევრი სხვა საერთაშორისო გამოცემა. ვისაუბრეთ მოლოდინებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ ისტორიულ არჩევნებზე ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ ევროპულ არჩევანს. ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ხელისუფლების ცვლილების, ივანიშვილის მოშორების არის ნომერი 5, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ