"ბილბორდების დაზიანებას ერთი ახსნა აქვს: "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს აგებს "- გიორგი კუპატაძე

25.10.24 15:15
"ბილბორდების დაზიანებას ერთი ახსნა აქვს: "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს აგებს "- გიორგი კუპატაძე

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კუპატაძე კოალიციის წინასაარჩევნო ბილბორდებზე "ქართული ოცნების" მიერ სხვადასხვა ფრაზის დამატებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მოქმედებებს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - რომ "ოცნებას" ეშინია.

მისი თქმით, პარტია, რომელიც გაისტუმრებს ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", არის სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას "ოცნების" მისამართით, ეს არის შიში. შიში იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, არათუ 60%, აბსოლუტურად უმცირესობაში არიან და ერთი დღე გვაშორებს მათ დამარცხებასთან. სწორედ ამას ემსახურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბანერების დაზიანებაც, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, ვინ არის ამ არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი. პარტია, რომელიც გაისტუმრებს ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", არის სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სწორედ მისდამი შიშის გამო იქცევიან ისინი ასე, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად, მაქსიმალურად ბევრნი უნდა მივიდეთ ხვალ არჩევნებზე, უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი აქტივობა და ასეთ შემთხვევაში "ოცნება" წავა სახლში: ისინი დამარცხდებიან ქართველ ხალხთან", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კუპატაძემ.