რატომ გადაკეთდა ცესკო სტრატეგიულ ობიექტად? - რას ამბობს გიორგი კალანდარიშვილი

25.10.24 15:38
რატომ გადაკეთდა ცესკო სტრატეგიულ ობიექტად? - რას ამბობს გიორგი კალანდარიშვილი

რატომ გადაკეთდა ცესკოს შენობა სტრატეგიულ ობიექტად და რატომ მიიღო მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე? - გიორგი კალანდარიშვილი ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება, წინა წლებში არსებულ დემონსტაციებს უკავშირდებოდეს.

შესაძლოა, ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ეს, მათს შორის, ეფუძნებოდეს იმ გარემოებას, როდესაც, განსაკუთრებით, წინა წლებში, 2020 წლის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, ხორციელდებოდა დემონსტაციები, ინსტიტუციის შემოგარენში და ის შედეგები, რომლებიც ამ ყველაფრის შემდეგ იყო - საფრთხეები, რისკები, რომლებიც ინსტიტუციის გამართული ფუნქციონირების შემთხვევებს აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ალბათ, შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება", - ამბობს კალანდარიშვილი. 

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა. განკარგულება 23 ოქტომბრით თარიღდება და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, - ნათქვამია დადგენილებაში.