ბათუმში გიორგი გახარიას პარტიის გიგანტური ბანერი ჩამოხიეს

25.10.24 15:40
ბათუმში გიორგი გახარიას პარტიის გიგანტური ბანერი ჩამოხიეს

ბათუმში გიორგი გახარიას პარტიის გიგანტური ბანერი დააზიანეს. ბენზეს დასახლებაში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სააგიტაციო მასალა ბილბორდიდან ჩამოხიეს. ექსპრემიერის პარტიას ბათუმში სულ ორი ბილბორდი დაუთმეს, ორიდან ერთი კი ახლა დაზიანებულია. 

პარტიის ლიდერები თავდასხმას ივანიშვილისს განცხადებებს უკავშირებენ, რომელიც "ოცნების" მართული მედიის ეთერიდან რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ამ ბანერს აშკარად ეტყობა ადამიანის კვალი, ანუ ხელი ატყვია, ის არის გაჭრილი და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აქ, დაკეტილ სივრცეში ვერავინ უნდა შემოსულიყო და ვერ უნდა ჩამოეხია ასე ბარბაროსულად ეს ბანერი. სამართალდამცავ ორგანოებს, მოვუწოდებ, დიდი იმედი არ მაქვს მათი, მაგრამ გაარკვიონ, იმიტომ, რომ ეს არის ბიძნა ივანიშვილის მუქარის შემდგომ უკვე მერამდენე ქმედება, როდესაც ოპოზიციაზე აშკარად ძალადობენ და როდესაც ოპოზიციას ხელს უშლიან საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

"პირველებმა" გაარკვია, რომ ბილბორდი, სადაც გახარიას პარტიის ბანერი იყო გამოკრული, ერთ-ერთ საჯარო მოხელეს ეკუთვნის. სოცქსელში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლევან ქათამაძე ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაშ მუშაობს. 

"პირველებმა" ქათამაძეს ჰკითხა, როგორ მოხდა ბანერის ჩამოხევა ბიზნესცენტრის სახურავიდან. საჯარო მოხელე ამტკიცებს, რომ არ იცის, ეს ვინ ჩაიდინა.