თუ არჩევნები გაყალბდება, EU მზად არის საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს - იოზვიაკი

25.10.24 15:25
თუ არჩევნები გაყალბდება, EU მზად არის საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს - იოზვიაკი

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ თუ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება, ევროკავშირი მზად არის საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს. 

“არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა რათა შეაჩეროს სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის“,- წერს იოზვიაკი.

არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის 65% წარმოადგენს), რათა შეაჩეროს სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის, თუ ამ შაბათ-კვირას არჩევნები გაყალბდება ან სისხლი დაიღვრება", - წერს იოზვიაკი.

ამასთან,  “რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი “პირველებთან“ ინტერვიუში ევროკავშირის მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ელოდებიან საარჩევნო უბანზე ბევრი ადამიანის მისვას, რათა ქართველი ხალხის ხმა სათანადოდ იქნას გამოყენებული. 

ზოგადად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხშირად საუბრობენ. გასული დღეების განმავლობაში მე ვესაუბრებოდი დიპლომატებს ბრიუსელში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ პირებს და მე მათ მითხრეს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის არსებობს საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლებელი გახდეს. საუბარია 55% პროცენტზე, რაც ევროკავშირის საზოგადოების 65% წარმოადგენს. ეს იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი. იმ შემთხვევაში თუ ქუჩაში დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მე მათ ვკითხე თუ რა მექანიზმი აქვს ევროპას არჩევნები თუკი გაყალბდება, თუ მოქალაქეების წინააღმდეგ ისევ გამოიყენებენ ძალას ან იქნება სისხლისღვრა. პასუხი ასეთი იყო, რომ მათ ბრიუსელში საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. ევროკავშირს რა თქმა უნდა ამის გაკეთება არ უნდა, თუმცა განხილულია ყველა სცენარი. ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ შემდეგ დღეებსაც. ევროკავშირი ისევ ელოდება, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა მივა საარჩევნო უბანთან. ვიზალიბერალიზაციის გარდა ოფიციალურად განიხილება სანქცირებაც, თუმცა ცხადია, რომ არჩევნებზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული.

თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდება, მოქალაქეები დაზიანდებიან.  ეს არ არის ის, რაც ევროკავშირს უნდა. მაგრამ თუ ქვეყანა უკან წავა, ეს ალბათ გარდაუვალი იქნება“, - უთხრა “პირველებს“ იოზვიაკმა.