რა კითხვები ჰქონდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარესთან? - კალანდარიშვილის კომენტარი

25.10.24 15:30
რა კითხვები ჰქონდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარესთან? - კალანდარიშვილის კომენტარი

ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ადასტურებს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებს მასთან კითხვები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის პირადობების შესაძლო გამორთმევის შესახებაც ჰქონდათ.

კალანდარიშვილი ამტკიცებს, რომ მსგავს ფაქტზე ინსტიტუციაში არცერთი მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია არ ყოფილა წარდგენილი.

გიდასტურებთ, რომ კითხვები იყო და ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იზოლირებულ შემთხვევებში, არის მსგავსი შემთხვევები თუმცა, პირადად, არ მინახავს და ინსტიტუციაში არ ყოფილა არცერთი მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წარმოდგენილი, თუნდაც ფაქტობრივი მოცემულობა ან რაიმე საფუძველი, რომ ეს კონკრეტულ ლოკაციაზე მოხდა, კონკრეტული პირების მიერ, მსგავსი დასახელება არ ყოფილა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში დაწყებულია გამოკვლევა, ამ საკითხთან დაკავშირებით და დაწრმუნებული ვარ, რომ შესაბამის წარმოების ფარგლებში იქნება რეაგირება."- ამბობს კალადარიშვილი.