თუ ისრაელში, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები არ გამოცხადდებიან, ეს დივერსიად ჩაითვლება - გიორგი სიორიძე

25.10.24 16:14
თუ ისრაელში, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები არ გამოცხადდებიან, ეს დივერსიად ჩაითვლება - გიორგი სიორიძე

ცესკოს ოპოზიციონერი წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ქართული ემიგრაციის ძალისხმევის შედეგად, რამათ-განში ერთადერთი საარჩევნო უბანი შენარჩუნდება.

სიორიძის ინფორმაციით, უბნის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და ერთი წევრი ხვალ არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ, რაც არჩევნების ჩატარებას საფრთხეს უქმნის და მისი თქმით, ეს დივერსიად უნდა ჩაითვალოს.

თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, ისრაელში შექმნილი, ერთადერთი, საარჩევნო უბანი უნდა დახურულიყო, თუმცა საზოგადოებისა და, პირველ რიგში, ქართული ემიგრაციის, ძალიან დიდი, ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძელით, რომ შენარჩუნებულიყო. 

აქვე, რამდენიმე სამართლებრივ საკითხს მოგახსენებთ, საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან და არჩევნების დღეს, 9 წევრი მაინც უნდა გამოცხადდეს იმისთვის, რომ კომისია შეუდგეს საქმიანობას.

ცესკოს, 11 სექტემბრის, 50-ე დადგენილების თანახმად, თუ 9 წევრს ჩამოცდება გამოცხადებულ წევრთა რაოდენობა, შეიქმნება სპეცჯგუფი, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს, ოღონდ, ეს სპეცჯგუფი უნდა იყოს, მინიმუმ, 7 წევრისგან შემდგარი. 

ცოტა ხნის წინ, გახდა ცნობნილი, რომ რამათ-განის საარჩევნო უბნის თავჯდომარემ, ზაზა სოხანეიშვილმა, დაწერა განცხადება, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ მოადგილე, მდივანი და ერთი წევრი არ აპირებენ ხვალ, არჩევნებზე მისვლას, რაც ისრაელში არჩევნების ჩატარებას საფრთხეს უქმნის.

იმედს ვიტოვებ, რომ, დაახლოებით, 2300 ჩვენი თანამემამულე ხვალ მაინც შეძლებს ისრაელში ხმის მიცემას, მაგრამ თუ ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა და ეს ადამიანები არ გამოცხადდნენ, ეს უნდა ჩაითვალოს დივერსიად არჩევნების წინააღმდეგ და უნდა აგონ პასუხი. მადლობას ვუცხადებ იმ წევრებს, რომლებზეც, დაზუსტებით ვიცით, რომ აპირებენ ხვალ არჩევნების დღეს გამოცხადებას საარჩევნო უბანზე.

ეს მართლაც დასაფასებელი საქციელია, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს, აუცილებლად, დაუფასებს ქართული საზოგადოება და ქართული ემიგრაცია, იმ ღვაწლს, რომელსაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან აღნიშნული პირები, რომლებიც უარს აცხადებენ ხვალ გამოცხადებაზე და საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე",- განაცხადა სიორიძემ.

შეგახსენებთ, ამ დრომდე არსებობდა საშიშროება, რომ ისრაელში ერთადერთი უბანი გაუქმებულიყო, რადგან საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის საჭირო 7 წევრი არ გროვდებოდა.