საქართველოში ჩამოვედი, რათა ევროპული მომავალი ჩემი ხელით მოვიყვანო - ემიგრანტები საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნდნენ

25.10.24 17:11
საქართველოში ჩამოვედი, რათა ევროპული მომავალი ჩემი ხელით მოვიყვანო - ემიგრანტები საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნდნენ

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სამშობლოში - ეს ფრაზა ბორტგამცილებლებისგან უკვე ასობით ქართველმა მოისმინა. სპეციიალურად 26 ოქტომრბისთვის ის ემიგრანტები, ვისაც ხელისუფლებამ შესაძლებლობა წაართვა, რომ ხმა უცხოეთში მიეცათ, საქართველოში ბრუნდებიან. ვინც შეძლო, ოკეეანეებს და კონტინენტებს გადმოუფრინა იმისთვის, ქვეყანა ევროპულ კურსზე დააბრუნონ და ხვალ საარჩევნო უბნებზე ადრიანად მივიდნენ.  

"უფროსს ვთხოვე, ჩემი ქვეყნის ბედი წყდება-თქო, გამომიშვა და მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით საქართველოში" - ამბობს საქართველოში დუბაიდან ჩამოსული ემიგრანტი და ხაზგასმით აცხადებს, რომ სამშობლოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ევროპული მომავალი მისივე ხელით მოიყვანოს.

ორი თვე გავიდა, ვცდილობ, დარეგისტრირებას და არ დამარეგისტრირეს, ვგულისხმობ Geoconsul-ის ვებ-საიტს. კონსულტაციაზეც მეხმარებოდნენ ადამიანები, როგორ უნდა დავრეგისტრირებულიყავი, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა.

არც დავეჭვდი, ვიფიქრე, ავდგები წავალ და მივცემ ხმას, რა პრობლემაა. უფროსს უბრალოდ ვთხოვე - ასეთი ამბავია, ჩემი ქვეყნის ბედი წყდება და მეორე დღესვე დავჯავშნე ბილეთები ჩემ მეუღლესთან ერთად, ჩამოვედი და მზად ვარ, მთელი ჩემი ძალებით დავუდგე საქართველოს გვერდში და საქართველოს ევროპული მომავალი ჩემი ხელით მოვიყვანო.

26-ში, დილით, მივალ ჩემ საარჩევნო უბანზე, გავაფერადებ, ევროპულ მომავალს, და პირდაპირ, ტყიბულის რაიონ, სოფელ მუხურაში, მოხალისე-დამკვირვებლად ჩავალ."- ამბობს ემიგრანტი.