16 წელია იტალიაში ვარ და სპეციალურად არჩევნებისთვის ჩამოვედი საქართველოში, არ მინდა რუსეთში დაბრუნება - ემიგრანტი

25.10.24 17:13
16 წელია იტალიაში ვარ და სპეციალურად არჩევნებისთვის ჩამოვედი საქართველოში, არ მინდა რუსეთში დაბრუნება - ემიგრანტი

ემიგრანტები, რომლებიც წლებია საქართველოში არ ყოფილან, სპეციალურად არჩევნებისთვის სამშობლოში დაბრუნდნენ. 

არ მინდა რუსეთში დაბრუნება - ამბობს "პირველებთან" იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოჯახი 16 წელია არ უნახავს. 

ხმას ვაძლევ ევროპაში წინსვლას, გამარჯვებას და ჩვენი ქვეყნის წარმატებას - ამბობს ემიგრანტი.

სპეციალურად ჩამოვედი, იტალიიდან, 16 წელია იტალიაში ვარ, ვიცი, თითოეული ემიგრანტის ჩანაფიქრი და ყველას გვსურს, უკან დაბრუნება. აუცილებლად მსურს, რომ უკან დავბრუნდე, ანალოგიურად მათაც. ძალიან ძნელია, უცხო ქვეყანაში ყოფნა, არ მინდა რუსეთში დაბრუნება, არავის არ უნდა, არც ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს. არავის არ მოსწონს რუსეთი.

ევროპამ გადამირჩინა ოჯახი. რასაც ამბობენ, რომ "ევროპა ისე და ასე-ო", საუკეთესო ქვეყნები არიან, საუკეთესოდ გვექცევიან.

ოჯახში თუ რამე შევქმენი, შემაქმნევინა ევროპამ. ხმას ვაძლევ ევროპაში წინსვლას, გამარჯვებას და ჩვენი ქვეყნის წარმატებას."