"ქართული ოცნების" არ გვჯერა - საჯარო მოხელეების უარი მმართველ პარტიას
კახელების უარი "ქართულ ოცნებას" - თელავის მაცხოვრებლები ივანიშვილის ხელისუფლების 12-წლიან მმართველობას ემიჯნებიან და 26 ოქტომბრის არჩევნებზე მხარს ცვლილებებს უჭერენ.
როგორც ერთ-ერთი საჯარო მოხელე "პირველებს" ეუბნება, ხმა მმართველი პარტიისთვის არასდროს მიუცია და არც არასდროს მისცემს.
"ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე მალე გათენდეს, ცვლილებების დიდი იმედი მაქვს" - ამბობს მოქალაქე.
საჯარო მოხელე ვარ, არასდროს არ მიმიცია "ქართული ოცნებისთვის" ხმა და არც არასდროს მივცემ, ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე მალე გათენდეს, ცვლილებების ძალიან დიდი იმედი მაქვს. არასდროს არ გამიცდენია არჩევნები." - ამბობს მოქალაქე.
თელავის მაცხოვრებლები კამერის წინ იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის 12-წლიანმა მმართველობამ მათ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რადგან როგორც მოქალაქეები განმარტავენ, ამ დროის განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა - ""ქართული ოცნება" არა ის, აღარ მჯერა მათი".
ძალიან ცუდი იყო ჩემი ცხოვრება "ქართული ოცნების" პირობებში. უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, საერთოდ არაფერი. ესენი უნდა წავიდნენ, რომ რაღაც ცვლილება მოხდეს, რომ ეშველოს ხალხსაც და ქვეყანასაც", - ამბობს მოქალაქე.