მსგავსი ფაქტები, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, განსაკუთრებულად საგულისხმო და შემაშფოთებელია - უილსონი ჩხრეკებზე

25.10.24 19:27
მსგავსი ფაქტები, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, განსაკუთრებულად საგულისხმო და შემაშფოთებელია - უილსონი ჩხრეკებზე

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ატლანტიკური საბჭოს ორი თბილისელი მკვლევრის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკების გამო,  პროკურატურის ქმედებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები არჩევნებამდე ორი დღით ადრე განსაკუთრებულად საგულისხმო და შემაშფოთებელია.

ჯო უილსონის განცხადებას ჰელსინკის კომისია X-ზე აქვეყნებს.

მისივე თქმით, მათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც პროკურატურაში ძალაუფლებას გადააჭარბა.

შემაშფოთა საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების დარბევამ. ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. გავიგე, რომ პროკურატურამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.

ცალსახად ვგმობ დარბევას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს მოხდა კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. დარწმუნებული ვარ, დარბევა არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ დამტკიცდება - ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი, ვინც პროკურატურაში ძალაუფლებას გადააჭარბა", - წერს უილსონი.

გუშინ თბილისსა და ქუთაისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლი.  ჩხრეკა იყო კომპანია Concentrix-ის ოფისში. გარდა ამისა ჩხრეკა იყო ეთო ბუზიაშვილის სახლშიც, რომელიც Atlantic Council-ის მკვლევარია. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ჩატარებული ჩხრეკები „ქოლცენტრების საქმიანობას” უკავშირდებოდა.