ალექსეი გონჩარენკო საქართველოშია - რადას დეპუტატი არჩევნებზე დამკვირვებელი იქნება
რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოშია. ამის შესახებ უკრაინელი პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს. გონჩარენკოს თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო დამკვირვებლად გაამწესა.
გონჩარენკო ასევე აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს და აღიშნავს, რომ აეროპორტში პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარებოდა.
ახლახანს ჩამოვედი საქართველოში. დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე.ინციდენტები უკვე აეროპორტში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ სხვა მზაგვრებზე მეტხანს გაგვაჩერეს პასპოსრტის კონტროლზე, - წერს ალექსეი გონჩარენკო.