26 ოქტომბრის არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად - ბოლო გაფრთხილება ბრიუსელიდან
26 ოქტომბრის არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად - ეს ევროკავშირის მთავარი მოწოდებაა. "პირველები" რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარ რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს ესაუბრა. ის ამბობს, რომ ბოლო დღეებში ის ბრიუსელში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აქტიურად ესაუბრება და ეკითხება, რას გააკეთებენ თუკი საქართველოში არჩევნები გაყალბდა. პასუხი ასეთია: თუ არჩევნები გაყალბდება და შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, საფრთხე, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, რეალურია. თუმცა, იოზვიაკის თქმით, ხელისუფლება ბოლოჯერ მაინც აფრთხილებას "ქართულ ოცნებას", არ წაართვას ხმა ქართველ ხალხს და არჩევნები სამართლიანად ჩაატაროს.
ზოგადად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხშირად საუბრობენ. გასული დღეების განმავლობაშ მე ვესაუბრებოდი დიპლომატებს ბრიუსელში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ პირებს და მე მათ მითხრეს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის არსებობს საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლებელი გახდეს. საუბარია 55%-ზე, რაც ევროკავშირის საზოგადოების 65%-ს წარმოადგენს. ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებ არ იქნება თავისუფალის. იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნება ძალადობა, მე მათ ვკითხე, თუ რა მექანიზმი აქვს ევროპას, არჩევნები თუკი გაყალბდება, თუ მოქალაქეების წინააღმდეგ ისევ გამოიყენებენ ძალას ან იქნება სისხლისღვრა. პასუხი ასეთი იყო, რომ მათ ბრიუსელში საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ უნდა, თუმცა განხილულია ყველა სცენარი. ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ შემდეგ დღეებსაც. ევროკავშირი ისევ ელოდება, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა მივა საარჩევნო უბანთან, ვიზალიბერალიზაციის გარდა, ოფიციალურად განიხილება სანქციებიც, თუმცა არჩევნებზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, მოქალაქეები დაზიანდებიან. ეს არ არის ის, რაც ევროკავშირს უნდა, მაგრამ თუ ქვეყანა უკან წავა, ეს ალბათ გარდაუვალი იქნება, - ამბობს იოზვიაკი.
ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ყველაფრის შეჩერება მხოლოდ საქართელოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სხვა შემთხვევაში, იზოლაცია გარდაუვალია. ამის მიუხედავად პოლიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილები.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.