ბაჩიაშვილი: ქველმოქმედება უბრალოდ შირმაა, ივანიშვილი, სულიერება და რწმენა სხვადასხვა რამ არის
ივანიშვილის ქველმოქმედება უბრალოდ შირმაა - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, "ივანიშვილი სიმართლეს არასდროს არ ამბობს".
ყველა მისი დიდი მოქმედება, რაც გაუკეთებია, ამ ტყუილით არის შეფარული. რა თქმა უნდა, მას თავის თავზე ლეგენდა აქვს აგებული ყველაზე დიდი ქველმოქმედის. რეალურად ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, შირმა და არანაირი ქველმოქმედი ამ კაცის უკან არ დგას. ეს არის ადამიანი, რომელიც დღეს არის შეშლილი თავისი ძალაუფლებით. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ძალიან ძლიერად ეჭიდება ამ თავის ხელისუფლებას"- აცხადებს ბაჩიაშვილი.
მეტიც, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, "ამ ქვეყანაში ივანიშვილი თვითონ არის გლობალური ომის პარტია".
სასამართლო, პროკურატურა, ყველაფერი მის ხელშია და პიარკამპანია კიდევ უზარმაზარი. ვინც მას არ ემორჩილება და ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, კი ვხედავთ ზოგს ჩარეცხილს ეძახის, ზოგს ჩახდილს, მოღალატეს, ამერიკის აგენტს, უსამშობლოს და ა.შ."- დასძინა მან.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბოლო ინტერვიუსაც ეხმიანება და ამბობს, რომ ივანიშვილის მხრიდან სულიერრებაზე საუბარი სასაცილოდ ჩანს:
ცოტა გამეცინა, როდესაც სულიერებაზე და რწმენაზე დაიწყო საუბარი თავის ინტერვიუში, რადგან ივანიშვილი, სულიერება და რწმენა სხვადასხვა რამ არის..." - დასძინა გიორგი ბაჩიაშვილმა.
- გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველს" უთხრა, მის მიერ გამოთქმული ინფორმაცია ეფუძნება, მის 14 წლიან მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან და მის სტრუქტურებში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ეყრდნობა დოკუმენტებს, სხვადასხვა პირად საუბრებს ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, მის ანალიზს და საჯარო ინფორმაციას. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ამ ინტერვიუში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები გადაუდებელი ეროვნული ინტერესების საკითხია და არის მისი პირადი პოზიცია და შეხედულებები.