ეს არის არჩევანი ევროკავშირით შთაგონებულ ოპოზიციასა და მზარდ ავტორიტარულ რეჟიმს შორის - ბილდტი
"დროა, ხმის უფლების მქონე 3,5 მილიონმა ქართველმა, ხვალ თავისი ქვეყნის მომავალს მისცეს ხმა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი წერს. ყოფილი მაღალჩინოსანი პირდაპირ წერს, რომ არჩევანი ახლა ევროკავშირით შთაგონებულ ოპოზიციასა და მზარდ ავტორიტარულ რეჟიმს შორის დგას.
"დროა, ხმის უფლების მქონე 3,5 მილიონმა ქართველმა, ხვალ თავისი ქვეყნის მომავალს მისცეს ხმა. ეს არის არჩევანი ევროკავშირით შთაგონებულ ოპოზიციასა და მზარდ ავტორიტარულ რეჟიმს შორის. აქ არის მთავარი ფაქტები არჩევნების შესახებ, - წერს ბილდტი.