ბაჩიაშვილი ხსნის, რა ხდებოდა, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად გადიოდა?

25.10.24 22:26
ბაჩიაშვილი ხსნის, რა ხდებოდა, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად გადიოდა?

 

 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დუმილს არღვევს - გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძისთვის მიცემული ექსკლუზიურ ინტერვიუში პირველად ჰყვება, რა ხდებოდა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად გადიოდა. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება საბოლოოდ, მაინც ივანიშვილთან თანხმდებოდა: "როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან გადიოდა, არაფერი იცვლებოდა. (ივანიშვილთან) ისევ ისე დადიოდნენ პრემიერები, მინისტრები, პროკურორები".

ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად გასვლა, რეალურად "ოცნების" დამფუძნებლის პასუხისმგებლობისგან გასვლის ხრიკი იყო. 

ბაჩიაშვილის თქმით, ასეთი პრაქტიკა ახლაც არსებობს - ივანიშვილი მართავს პროკურატურასაც და მოსამართლეებსაც.

როცა პოლიტიკიდან გადიოდა, არაფერი იცვლებოდა. ისევ ისე დადიოდნენ პრემიერები, მინისტრები, პროკურორები. მე კვირაში ორ-სამჯერ მის რეზიდენციაში ვიყავი. იყო პოლიტიკაში თუ არ იყო, არაფერი იცვლებოდა", - აცხადებს ბაჩიაშვილი.