ბიძინა ივანიშვილის რუსული კავშირები - რა იცის გიორგი ბაჩიაშვილმა?
რა იცის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე? - გიორგი ბაჩიაშვილს ეს კითხვა ნოდარ მელაძემ დაუსვა.
მე ბიძინა ივანიშვილის რუსულ ქონებასა და აქტივებში ჩართული არანაირად არ ვიყავი. მე რამდენადაც ვიცი, მიწის ნაკვეთი და სახლი აქვს რუსეთში“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
კითხვას, "არასდროს გიკითხავთ, რისთვის სჭირდებოდა ივანიშვილს რუსეთში ქონება, თუ ის რუსეთიდან წამოვიდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა?" - ბაჩიაშვილმა უპასუხა, რომ არ უკითხავს, რადგან ეს მისის საქმე არ იყო.
ბაჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ალბათ მაშინაც და ახლაც არსებობენ რუსეთში ადამიანები, რომლებთანაც ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის შეუძლია კონტაქტი.