"ხალხში დიდი სურვილია, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლება დასრულდეს" - მამუკა ხაზარაძე

25.10.24 22:58
"ხალხში დიდი სურვილია, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლება დასრულდეს" - მამუკა ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ქართულ ოცნებას" ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

"ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება გამოხატავს რუსულ ინტერესებს" - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ქართველ ხალხში არის იმის დიდი სურვილი, რომ ხვალ, 26 ოქტომბერს კრემლის მსახური ხელისუფლება დაასრულოს. 

პირველი, რაც ვნახეთ, არის ის, რომ არის დიდი სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება და გამოხატავს რუსულ ინტერესებს საქართველოში, ეს ხალხი იქნას გასტუმრებული ხელისუფლებიდან. ხალხს კარგად ესმის, რამხელა პერსპექტივის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვენი ევროპული არჩევანი. ასევე, ის პრობლემები, რომელიც მათ ყოველდღიურად აქვთ - უმუშევრობა, დაბალი პენსიები, ეკონომიკური სიდუხჭირე, ემიგრაცია, რომელიც მათ ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.