აღმოჩენილია "ქართული ოცნების" არაფორმალური შტაბი თელავში (ვიდეო)
"პირველების" ინფორმაციით, თელავში "ქართული ოცნების" არაფორმალური შტაბი მდებარეობს, რომლის კარიც საგანგაშოდ "ტვ პირველის" კორესპონდენტის მისვლის შემდეგ ჩარაზეს.
კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ჩანს, რომ არაფორმალურ შტაბში შეკრებილ ადამიანებს მაგიდებზე სიები აქვთ გაშლილი და არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირი სახის ღონისძიებას გეგმავენ.
"პირველების" ინფორმაციით, სწორედ ამ შტაბში მოაქვთ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირადობები და ამასთან, "ქართული ოცნების" შტაბში მყოფი პირები არა მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ან მათი მხარდამჭერები, არამედ სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფის წევრები, მაგალითად, ე.წ. ავტორიტეტები არიან.