"დღეს საქართველო გაიმარჯვებს" - პრეზიდენტმა ხმა მისცა

26.10.24 08:18
"დღეს საქართველო გაიმარჯვებს" - პრეზიდენტმა ხმა მისცა

 

 

დღეს საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ხმა ისეთ საქართველოს მისცა, რომელზეც მისი წინაპრები ლოცულობდნენ: 

მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანში 22 წლის წინ; 
მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები; ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო. 

ჩვენ საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით, დამარცხებული არავინ იქნება რადგან გაიმარჯვებს " - განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ.