აქედან გაძევებული იქნები - კომისიის თავმჯდომარე "ტვ პირველს" ემუქრება
ბათუმის მეორე საარჩევნო უბანზე ქაოსია - კომისიის თავმჯდომარე ყველა იმ პირის გაძევაბას ითხოვს, რომლებიც ადგილზე კანონდარღვევაზე საუბრობენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. უბანზე იმყოფებოდა ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე,
განახლება:
ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანში ოპოზიციის დამკვირვებლებმა დარღვევები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარეს მიმართეს, თუმცა მას რეაგირება არ ჰქონია.
საბოლოოდ, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი გვანცა შარაძე გამოაძევეს.