გიორგი გახარია: "ქართველი ხალხი უნდა იყოს გამარჯვებული"
"ქართველი ხალხი უნდა იყოს გამარჯვებული" - ამის შესახებ გიორგი გახზარიამ განაცხადა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა ხმა უკვე მისცა.
მისი თქმით, ხელისუფლების და ცესკოს მთავარი ამოცანაა, ამომრჩევლის ნება ადეკვატურად და ობიექტურად ასახოს.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი წინაპრების და შვილების არჩევანი.
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ არავინ დარჩეს დამარცხებული. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ შევძლოთ ისე ავმაღლდეთ ჩვენს დაპირისპირებაზე, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ იყოს შურისძიება და ყველა მხარე შეთანხმდება იმაზე, რტომ თავისუფალი, დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები არის ყველასთვის გამოსავალი. ეს არის გზა, საითაც ეს ქვეყანა 30 წელი მიდის.” - განაცხადა გახარიამ.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.