"ოცნების ზონდერი გიორგი ჯიქია ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს და ოლქის წევრებს" - ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში საარჩევნო უბანზე (ვიდეო)
ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირებაა - კადრებს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფეისბუქზე ავრცელებს.
"მე 9 უბანი! ქართული ოცნების ზონდერი გიორგი ჯიქია ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს და ოლქის წევრებს!" - წერს ანა წითლიძე.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დაპირისპირების მიზეზი კი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოწოდება, მმართველი პარტიის დამკვირვებლებისთვის რომ ხმის მიცემის პროცესის ანონიმურობას საფრთხე ემუქრებოდა.