ორი ბიულეტენის გატარების მცდელობა ქუთაისში - ხმაური მე-7 საარჩევნო უბანზე

26.10.24 10:03
ორი ბიულეტენის გატარების მცდელობა ქუთაისში - ხმაური მე-7 საარჩევნო უბანზე

ქუთაისის მე-7 უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ორი ფაქტი, როდესაც ამომრჩეველს ორი ბიულეტენის გატარების მცდელობა ჰქონდა.

ამომრჩეველმა კენჭისყრის აპარატთან ერთდროულად მიიტანა ორი ბიულეტინი და ცდილობდა, რომ ორივე მოეთავსებინა საარჩევნო ყუთში. ეს განმეორდა ორჯერ, რაზეც დავაფიქსირეთ ეს ფაქტი და ცოტა აგრესიული პასუხი მივიღეთ. ორი ბიულეტინი სავარაუდოდ, კომისიის წევრმა გადასცა და ჩვენ თვითონ დავაფიქსირეთ უშუალოდ აპარატთან, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ადგილი ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა.

 ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ ამომრჩეველს ვთხოვეთ, რომ კაბინაში დაბრუნებულიყო, დაეტოვებინა ის ბიულეტენი, რომელზეც ჰქონდა თავისი არჩევანი გაკეთებული და მეორე გადმოეცა ჩვენთვის, - ამბობს თავმჯდომარე.