ოპოზიცია გაიმარჯვებს - ნიკა გვარამია

26.10.24 10:09
ოპოზიცია გაიმარჯვებს - ნიკა გვარამია

ხმა მივეცი ცვლილებას, საქართველოს ევროპულ მომავალს, მე ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს - ამის შესახებ საარჩევნო უბნიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

"ოპოზიცია იმარჯვებს" - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთი ლიდერი.

ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ხმის მიცემის დროს ვიფიქროთ ჩვენ შვილებზე, ჩვენი წინაპრების დანაბარებზე და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანია და რაც მომავალი თაობების არჩევანია, ეს არის ევროპა. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია და აუცილებლად იქნება ზეიმი" - თქვა ნიკა გვარამიამ.