ბათუმში საარჩევნო უბანთან "ოცნების" კოორდინატორები მიკროავტობუსით არიან მობილიზებულები - თან აქვთ სიები
ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის მცდელობა - ბათუმში საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მიკროავტობუსებით არიან მობილიზებულები. საუბარია მე-5 საარჩევნო უბნის წინა პერიმეტრზე. „პირველების“ ინფორმაციით, კოორდინატორებს თან ჰქონდათ გარკვეული სიები და არ მალავდნენ, რომ სწორედ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან.
„პირველების“ მიერ ფაქტის დაფიქსირებას კოორდინატორების გაღიზიანება მოჰყვა.
„ჩადი ავტობუსიდან, რა უფლება გაქვს რომ შემოდიხარ? ქორწილში მივდივართ!,“ - ამბობს ერთ-ერთი კოორდინატორი.
ღმერთის წინაშე ვფიცავარ, ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდია დედამიწის ზურგზე, საკუთარი პარტიის ამომრჩეველს, შეუძლია ნებისმიერი აგიტატორს, ჰქონდეს თავისი სია. აქ არაფერი სასწაული არ ხდება. ასევე აქვს ნაცბანდას, რომლებიც არიან უსამშობლოები, რომელსაც ემსახურებით თქვენ, - ამბობს ვინმე ედუარდ შარაძე.