მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანთან "ოცნების" აგიტატორები სიებით არიან მობილიზებულები
საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს მარნეულშიც. რამდენიმე საარჩევნო უბანთან „ოცნების“ აგიტატორები ამომრჩეველზე ზეწოლას დაუფარავად ცდილობენ. კერძოდ, საუბარია მე-5 საარჩევნო უბნის პერიმეტრზე. „პირველებმა“ გადაიღო რამდენიმე აგიტატორი, რომელმაც ამომრჩეველი ხმის მისაცემად შეიყვანა. ობიექტივში მოხვდა ასევე ქალი სიებით, რომელიც ჩუმად საარჩევნო უბნის პერიმეტრზე არსებულ ოთხაში „აპლიუსებდა“ ადამიანებს. მას შემდეგ, რაც ფაქტი „პირველებმა“ დააფიქსირა, ქალი გაიქცა.
პრობლემურია უბნებზე დამკვირვებლების რაოდენობაც. იმ დროს, როდესაც კანონმდებლობის მიხედვით ერთი ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთი პირი უდნა იყოს დაშვებული, „ოცნებას“ უბნებზე 4 და 5 დამკვირვებელი ჰყავს.