ხაზარაძე: მოქალაქეებმა გადაწყვიტეს რომ ქვეყანა დაიბრუნონ უკან და ჩვენ მას დავიბრუნებთ
რიგები რომ არის უბნებზე, ეს იმის მანიშნებელია, რომ 12-წლიანი ოლიგარქიის მმართველობა ყველას ყელში ამოუვიდა - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვენაში, იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში. როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმომადგენელი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ნამდვილად ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში.
ჩემი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ემიგრანტებიდან დაწყებული დამთავრებული ჟურნალისტებით, ნებისმიერი ადამიანით, ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველა ადამიანს დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის იმიტომ, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან სწორ არჩევანში, რასაც ჩვენი ქვეყანა გაკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.