ივანიშვილმა ხმა მისცა - "ოცნების" თავმჯდომარემ ბაჩიაშვილზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა

26.10.24 10:50
ივანიშვილმა ხმა მისცა - "ოცნების" თავმჯდომარემ ბაჩიაშვილზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა

"ქართული ოცების" საპატიო თავმჯდომარემ ხმა უკვე მისცა. იქამდე კი სანამ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები საარჩევნო უბანზე მივიდოდნენ, გიზო ნიშნიანიძის ქუჩა მთლიანად გადაკეტეს. 

საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილი მედიასთან კომენტარზე დადგა, თუმცა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელის ხმაურიან განცხადებებს არ უპასუხა. 

ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ, მას პასუხი არ სჭირდება. თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება! - თქვა ივანიშვილმა. 

ბაჩიაშვილმა გუშინ ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "ივანიშვილმა ოფშორების კანონით სახელმწიფოს 400 მლნ მოჰპარა".

ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, რომელიც რუსულ კავშირს ეხებოდა და რომელზეც ვრცლად გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ ისაუბრა.